დავიდ ლიპი უარყოფს მესისა და გალიანის შეხვედრას

დავიდ ლიპი უარყოფს მესისა და გალიანის შეხვედრას

დავიდ ლიპი, იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის შვილი, უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ”მილანის” ვიცე პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ და კატალონიის ”ბარსელონას” ფორვარდმა, ლეო მესიმ გუშინ ერთად ივახშმეს. ლიპიმ, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს მესისთან, აღნიშნა, რომ ”რწყილი” იტალიაში ”დოლჩე და გაბანასთან” კონტრაქტის გასაფორმებლად იმყოფებოდა.

ის იტალიაში ”დოლჩე და გაბანასთან” იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად ჩამოვიდა. მესი არ შეხვედია ადრიანო გალიანის.”  ლიპიმ აღშფოთება გამოხატა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ”სამწუხაროა, რომ მცდარ ინფორმაციებს ვისმენთ.”

იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის შვილმა ლეო მესის მომავალ კარიერაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ არგენტინელი თავს კარგად გრძნობს ”ბარსელონაში” და ოცნებობს კატალონიურ კლუბში კარიერის დასრულებაზე. ამ კლუბმა აქცია ის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად. ”დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ბოლომდე ”ბარსელონაში” დარჩება. ვერ წარმომიდგენია ლეო სხვა კლუბში.”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.