პინტოს კვლავ სტვენას აბრალებენ
კატალონიის "ბარსელონას" გოლკიპერს ხოსე მანუელ პინტოს, კიდევ ერთხელ ზდებენ ბრალს მატჩის მიმდინარეობისას სტვენაში, იტყობინებიან ესპანური სპორტული გამოცემები.
საქმე იმაში გახლავთ, რომ გუშინ გამართულ ესპანეთის თასის 1/16 ფინალში, "ლურჯ–ბროწეულისფერთა" კარს სწორედ პინტო იცავდა. "ოსპიტალეტმა" ერთი–ორჯერ შეუტია მის კარს. როგორც მასპინძლების თავდამსხმელი დავიდ არო აცხადებს, როდესაც იგი ახლოს იყო "ბლაუგრანას" კართან, მიღაცამ დაუსტვინა და მას ეს მსაჯის სასტვენი ეგონა და გაჩერდა. ფეხბურთელის თქმით, მან ზუსტად ვერ დაინახა ეს პინტო იყო თუ არა, მაგრამ თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეკარის ნამოქმედარია.
როგორც მოგეხსენებათ, ადრე პინტო ერთხელ უკვე დასაჯეს მოედანზე დასტვენის გულისთვის. მან ჩასტვინა სწორედ მაშინ, როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მასთან ერთი–ერთზე რჩებოდა და იმანაც გააჩერა თამაში. ამის გამო ხოსე მანუელს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]