მიეცი ნიჭსა გზა ფართო!
მიეცი ნიჭსა გზა ფართო! - ეს ფრაზა ძალიან მიესადაგება ხოსე მანუელ პინტოს. არა იმიტომ, რომ ის გენიალური მეკარეა, არამედ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებულად უსტვენს.
ხოსე პინტო სტვენის გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში. პირველად მისი მალული ნიჭის შესახებ საზოგადოებამ შარშან შეიტყო. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს, "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ, როცა პინტომ მასთან პირისპირ გასულ ფეხბურთელს შეტევა შეაჩერებინა. "ბარსას" სათადარიგო მეკარემ მსაჯის სასტვენის ანალოგიური ხმა გამოსცა. შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტში პინტომ საკუთარი გუნდი მეტად სახიფათო, ან უფრო მეტიც, საგოლე მომენტისგან იხსნა, მაგრამ სამაგიეროდ "უეფამ" არ დააყოვნა და მას ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
მოგვიანებით, ესპანეთს ჩემპიონატის ფარგლებში "ელ მოლინიონზე" მიმდინარე მატჩისას, პინტო თამაშის მთავარმა არბიტრმა პერეს ლასამ პირდაპირ სათადარიგოთა სკამიდან გააძევა. მიზეზი კვლავ სტვენა იყო.
"ოსპიტალეტთან" მატჩის დასრულების შემდეგ პინტოს კვლავ დასდეს სტვენაში ბრალი. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, მართლა დასტვინა თუ არა მან, ან ამის გამო დააჯარიმებენ თუ არა მას, მაგრამ ფაქტი ერთია - პინტო უდაოდ ნიჭიერია! ის განსაკუთრებულად უსტვენს!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]