გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გვარდიოლა მატჩის შემდეგ

  პეპ გვარდიოლას სურდა, რომ "ბარსელონას" ჰანდიკაპით ემარჯვა, რადგანაც სამეფო თასის განმეორებითი შეხვედრა არის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან დაბრუნებიდან, რამდენიმე დღეში და კატალონიელ მწვრთნელს ფეხბურთელების დასვენება ჰქონდა განზრახული, თუმცა ეს რამდენად გამოუვა ვნახოთ...

 

განმეორებითი მატჩი სამეფო თასის 1/16 ფინალისა გაიმართება 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები დაბრუნდებიან იაპონიიდან ესპანეთში: "კარგი იქნებოდა მეტი გოლი გაგვეტანა, რადგანაც ეს ძალიან სახიფათო ანგარიშია, შესაძლებელია ნებისმიერი რამ მოხდეს, მითუმეტეს, არავინ იცის როგორ ფორმაში ვიქნებით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ. მსურდა კიდევ ერთი გოლი გატანა, მაგრამ არაუშავს, 21 დეკემბერს ვნახავთ, როგორ ვიასპარეზებთ განმეორებით შეხვედრაში".

 

ქება "ჰოსპიტალეტს"

 

გვარდიოლამ ხოტბა შეასხა მეტოქეს: "ეს ძალიან ინტენსიური თამაში იყო ორ გუნდს შორის უამრავი მომენტით, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა გამარჯვებისთვის. მე მინდა მივულოცო "ჰოსპიტალეტს" ბრწყინვალე თამაში, მათ მართლაც მაღალი კლასი აჩვენეს. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ, გახსნილები არიან და უტევენ. მათი გოლკიპერი კი მართლაც ფანტასტიკური იყო. ურთულესი იყო "ჰოსპიტალეტის" დაცვის ხაზის გარღვევა".

 

"ჩემი ფეხბურთელები აკეთებენ მაქსიმუმს. ფეხბურთის კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენ გვსურს "ბარსას" საუკეთესო მხარე დავანახოთ ყველას და ფეხბურთი ამის საუკეთესო საშუალებაა, რა თქმა უნდა, თავისი მოქცევის მანერებით".

 

საკუთარი სათამაშო ფილოსოფიის ერთგული

 

გვარდიოლამ ასევე ისაუბრა ფონტასსა და დოს სანტოსზე: "ისინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან და "ბარსა" ბედნიერია, რადგანაც ისინი სწორედ ამ კლუბში ასპარეზობენ". გვარდიოლამ ასევე განაცხადა, რომ მესის გარეშე, თუ მასთან ერთად: "გუნდის მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია, ითამაშოს მეტოქის ნახევარზე და შექმნას უამრავი საგოლე მომენტი".

 

ბოლოს მწვრთნელმა დავიდ ვილიაზეც ისაუბრა: "ის ჩვენ უამრავ რამეს გვაძლევს. დავიდი ჩემთვის უდაოდ საჭირო ფეხბურთელია. მე მომწონდა გუშინ მისი თამაში, იგი გაცილებით უკეთ ასპარეზობს".

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.