ვალდესი: "რაც მალე ვითამაშებთ "რეალთან", მით უკეთესი"

ვალდესი: "რაც მალე ვითამაშებთ "რეალთან", მით უკეთესი"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მეკარე, ვიქტორ ვალდესი, დარწმუნებულია, რომ "კლასიკო" 10 დეკემბერს ჩატარდება. ეს მის გუნდს წაადგება, რადგანაც "ლურჯ-ბროწეულისფერებს" საკმარისი დრო ექნებათ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე, რათა დაისვენონ და კარგ ფორმაში შეხვდნენ "სანტოსს". შეგახსენებთ, რომ საკლუბო ჩემპიონატი იაპონიაში გაიმართება.

 

ვალდესი სულმოუთქმელად ელის ამ ტურნირს: "ამ ტურნირზე მოსახვედრად აუცილებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება". განაცხადა მან.

 

რაც შეეხება "კლასიკოს", ვიქტორმა განაცხადა: "ეს იქნება ძალიან ამაღელვებელი მატჩი. "რეალი" ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო. ისინი მუდამ მოწოდების სიმაღლეზე არიან და "ბარსასთან" ერთად იბრძვიან ტიტულების მოსაგებად".

 

"იმედი მაქვს, გვარდიოლა მრავალი წლის მანძილზე იქნება ჩვენთან"

 

ვიქტორ ვალდესმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ პეპ გვარდიოლამ მრავალწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი: "მასთან ერთად "ბარსა" მუდმივ პროგრესს განიცდის. ყოველ სეზონში უკეთ ვასპარეზობთ. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ ახალი ისტორია შექმნა ჩვენმა კლუბმა. იმედი მაქვს, პეპი მრავალი წლის მანძილზე იქნება ჩვენთან". დაასრულა ესპანელმა გოლკიპერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.