დე ოლივეირა: "როსელმა გვითხრა 2014 წლამდე ნეიმარს გაუფრთხილდითო"

დე ოლივეირა: "როსელმა გვითხრა 2014 წლამდე ნეიმარს გაუფრთხილდითო"

ლუის დე ოლივეირა რიბეირომ, "სანტოსის" პრეზიდენტმა, el partido de las 12–თან ინტერვიუში ისაუბრა კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტებზე, სანდრო როსელსა და ფლორენტინო პერესზე. ბრაზილიური გრანდის პირველმა პირმა თქვა, რომ როსელმა მას 2014 წლამდე ნეიმარის კარგად მოვლა და გაფრთხილება ურჩია. რაც შეეხება პერესს, დე ოლივეირას თქმით, "თეთრების" ხელმძღვანელმა მშვენივრად გაიგო ახალგაზრდა ტალანტის გადაწყვეტილება.

 

"მე როსელს ვთხოვე, რომ პატივი ეცა "სანტოსის" გადაწყვეტილებისათვის, ხოლო მან მთხოვა, რომ გავუფრთხილდე და მივხედო ნეიმარს 2014 წლამდე. რაც შეეხება პერესს, მან გაგვიგო და დადებითად შეხვდა ნეიმარისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას. ძალიან კარგად მესმის "ბარსელონასიც" და "რეალისაც", მეც მათ ადგილზე რომ ვიყო, ყველაფერს ვიზამდი ნეიმარის საყიდლად. ასევე მინდა ვთქვა მისი მომავლის შესახებაც. მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა თავად უნდა გადაწყვიტოს რას იზამს 2014 წლის შემდეგ." –განაცხადა დე ოლივეირამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.