”სანტოსის” პრეზიდენტი შეთავაზებებზე საუბრობს

”სანტოსის” პრეზიდენტი შეთავაზებებზე საუბრობს


”სანტოსის” პრეზიდენტმა, ლუის ალვარო დე ოლივეირამ ისაუბრა ”რეალისა” და ”ბარსელონას” ინტერესზე ნეიმარის მიმართ.

ნეიმარის კონტრაქტის ჩვენს კლუბთან 2014 წლამდეა გათვალისწინებული. როდესაც მის კონტრაქტს ვადა გაუვა ნეიმარის გამო ნამდვილი ომი ატყდება. დიახ, ზაფხულში ”რეალმა” და ”ბარსელონამ” ოფიციალური წინადადებებით მოგვმართეს. ”რეალის” შეთავაზება მომგებიანი იყო ფინანსური კუთხით, ”ბარსელონას” შეთავაზება პერსპექტივაზე იყო გათვლილი, ის გრძელვადიანი იყო. მე დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ნეიმარს უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის ”სანტოსში” შევინარჩუნოთ. ამიტომაც ყველა წინადადებას ვუარყოფთ, მიუხედავად ფინანსური მოგებისა” - დე ოლივეირას სიტყვებს ESPN ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”ბარსელონამ” 10 მილიონად ნეიმარის უფლებები მოიპოვა, თუმცა ”სანტოსმა” ეს ცნობა უარყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.