გვარდიოლა: "შესაძლოა მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ისაუბრა ზოგადად მწვრთნელობაზე. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ იტალიური "მილანის" ყოფილმა და მადრიდის "რეალის" ამჟამინდელმა დამრიგებლებმა, არიგო საკიმ და ჟოზე მოურინიომ, დაამტკიცეს, რომ შენი სამქის ზედმიწევნით კარგად შესრულებისათვის არ არის საჭირო წარსულში ფეხბურთელი ყოფილიყავი.
"ნამდვილად არაა ფეხბურთელობა საჭირო იმისათვის, რომ კარგი მწვრთნელი გახდე. ამის შესანიშნავი მაგალითია არიგო საკი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, ასე ვთქვათ, ამ სპორტში "გადატრიალება" მოაწყო. ასევე შეიძლება ვთქვათ ჟოზე მოურინიოზეც. იგი არასოდეს გასულა მოედანზე, როგორც მოთამაშე, ახლა კი, შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო დამრიგებელია" –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური პრესა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]