საკის სენსაციური განცხადება

საკის სენსაციური განცხადება

წარსულში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, ისაუბრა "მილანის" ბრაზილიელ მცველ ტიაგო სილვაზე. საკიმ ფეხბურთელი აქო და ადიდა და თქვა, რომ იგი კატალონიის "ბარსელონაში" აუცილებლად ითამაშებს. არიგომ ასევე დასძინა, რომ "ბლაუგრანას" აქამდე სილვას დონის მცველი არ ჰყოლია.

 

"ტიაგო სილვა მსოფლიოში საუკეთესო მცველია და "ბარსელონას" თავის გრძელ ისტორიაში მისნაირი მოთამაშე არ ჰყოლია. "მილანი" მას ადვილად ნამდვილად არ გაუშვებს, რადგან იგი "როსონერის" გულშემატკივრებსაც ძალიან უყვართ. ამის მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბრაზილიელი მომავალში სწორედ კატალონიურ გრანდში იასპარეზებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ორი წლის წინ "მილანის" ხელმძღვანელობას ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალმა" მიმართა ახალგაზრდა მცველის საკითხზე, თუმცა უარი მიიღო." –განაცხადა საკიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.