”უეფამ” პინტო დასაჯა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინალურ მატჩში, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, პინტომ წითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მან ეს მოედანზე შემოსვლის გარეშე მოახერხა. საქმე ისაა, რომ თამაშის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, არბელოასა და კეიტას შორის უთანხმოება მოხდა. საქმეში კლუბების წარმომადგენლები და ფეხბურთელებიც ჩაერივნენ. მადრიდელთა ოფიციალური წარმომადგენელი პინტოს ყელში წვდა. ამაზე ”ბარსას” სათადარიგო მეკარემ არ დააყოვნა და მეტოქეს ხელი დაარტყა, რის გამოც ის თამაშის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ”უეფას” კონტროლისა და დისციპლინარულმა კომიტეტმა პინტოს მიმართ საჯარიმო სანქციები გაატარა. ფეხბურთის უწყებამ მას ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პინტოს უკვე ერთხელ მიღებული აქვს ”უეფასგან” ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც პინტომ მსაჯის სასტვენის იმიტირებული ხმა გამოსცა, რის გამოც მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა სახიფათო შეტევა შეაჩერა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]