ნეიმარი უკვე არც ისე კარგია...

ნეიმარი უკვე არც ისე კარგია...

გთავაზობთ სპორტული ჟურნალისტის, მიგელ რიკოს სტატიის თარგმანს, რომელიც მან mundodeportivo-სთვის დაწერა:

 

პირდაპირი რეაქცია ნეიმარის მიერ "სანტოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე: მოვლენის ყოველმხრივი გაშუქება "ბარსელონაში" და მინიმალური რეაგირება მადრიდულ პრესაში, სწორედ იქ, სადაც ბრაზილიელს სრულად ჰქონდა ათვისებული მედიასივრცე. ზუსტად მადრიდში მიაჩნდათ საკითხი გადაწყვეტილად: ფეხბურთელთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულება, შეთანხმება მედკომისიასთან, მოთამაშის წარმომადგენლების ვიზიტი ესპანეთში, სავარაუდო თანხა 56 მილიონი ევრო. დარჩენილი იყო მხოლოდ იმის დაზუსტება, თუ როდის გახდებოდა ნეიმარი "თეთრების" ფეხბურთელი - ზამთარში, თუ მომავალი წლის ზაფხულში.

 

ახლა კი მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. როგორც კი ნეიმარმა უარჰყო მადრიდი, მათთვის ის არც ისე კარგი აღმოჩნდა, როგორც აქამდე. თავისი საქციელის გამართლებისას ნეიმარი აღიარებს, რომ ვერ ხედავს თავის თავს მადრიდში კრიშტიანუს, ბენზემასა და იგუაინის გვერდით - მოედანზე ისედაც ბევრი "ქათამია". გარდა ამისა, ის ორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ მოურინიოს ის არ მოსწონდა კატალონიური კლუბისთვის თვალების ფახურის გამო.

 

ცხადია, რომ საბოლოო შედეგიდან გამომდინარე შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დადგეს. თუ მომავალში ნეიმარი "ბარსას" უარს ეტყვის (რაც ახლა რთული დასაჯერებელია), შესაძლოა, ის კვლავ გახდეს მადრიდის გმირი და ზედმეტად კაპრიზული "ბარსელონასთვის". ყველაფერი დამოკიდებულია საბოლოო კონტრაქტზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი რამ ეძლევა დავიწყებას, უთმობენ რა ადგილს საპირისპიროს. ეს შეიძლება, დაემართოს ნეიმარს და ბევრჯერ მომხდარა სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიც. ყოველდღიურად მიმდინარეობს ემოციებიური და მენტალური ომი და რაც ყველაზე ცუდია, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი არ გამოსწორდება.

 

 

 

პ.ს. იცით თუ არა, რომ...

- CNN Internacional ამზადებს სპეციალურ გადაცემას კლუბსა და ქალაქ ბარსელონაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.