პლატინი თვლის, რომ "ოქროს ბურთს" მესი მოიგებს

პლატინი თვლის, რომ "ოქროს ბურთს" მესი მოიგებს

"უეფას" პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი ლიონელ მესია.

 

"ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი მოიგებს ზედიზედ მესამედ. ვიცი, რომ ამით ჩემი რეკორდი მოიხსნება, თუმცა ვთვლი, რომ ამას როგორმე გადავიტან." - განაცხადა მიშელ პლატინიმ მას შემდეგ, რაც მილანში მსოფლიო ფეხბურთში შეტანილი წვლილის გამო იქნა დაჯილდოვებული.

 

ფრანგი ექს-ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მესი გაიმეორებს რეკორდს, რომელიც თავად მან დაამყარა 1983-დან 1985 წლის ჩათვლით, "ოქროს ბურთის" ზედიზედ სამჯერ მოგებით. "მე "იუვენტუსში" 27 წლის ასაკში მივედი, ის კი "ბარსაში" 13 წლისა გაერთიანდა. დრო იცვლება, მაგრამ ჩემი ოჯახი რომ საფრანგეთში არ გადაბარგებულიყო, შეიძლება, უფრო მეტიც მოგვეგო."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.