პლატინი: "მესი დაამხობს რეკორდს"

პლატინი: "მესი დაამხობს რეკორდს"

 

"უეფას" პრეზიდენტი, მიშელ პლატინი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი ლეო მესი მის რეკორდს დაამხობს და "ოქროს ბურთს" მეოთხედ მოიგებს.

 

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს ეს საპატიო ჯილდო კარიერაში 3–ჯერ აქვს მოგებული, ისევე როგორც მარკო ვან ბასტენს და იოჰან კრუიფს. ახალგაზრდა ლეო მესის ეს ჯილდო ასევე 3–ჯერ აქვს მოპოვებული და მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ადვილი სავარაუდოა, რომ მეოთხე "ოქროს ბურთი" შორს არ არის.

 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ რეკორდს გააუმჯობესებს. თუკი ეს მიმდინარე სეზონში არ მოხდება, მაშინ შემდეგ წელს დაამხობს. ის აუცილებლად მოიგებს მეოთხე "ოქროს ბურთს" და აჯობებს ვან ბასტენის, კრუიფის და ჩემს რეკორდს" – განაცხადა მიშელ პლატინიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.