1 წელი რომის ფინალის შემდეგ

1 წელი რომის ფინალის შემდეგ

2009 წლის 27 მაისს გამიართა ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომში, რომელიც "ბარსამ" 2–0 მოიგო მანჩესტერ იუნაიტედთან.ზუსტად 1 წელი გავიდა იმ ტრიუმფის შემდეგ! ამ გამარჯვებამ დაამტკიცა რომ "ბარსლონა" შეუჩერებელი კლუბი იყო და ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოიგო ესპანიურმა კლუბმა სამივე შესაძლო ტიტული!

ბარსას კონტროლი

პირველი ათი წუთის განმავლობაში ინგლისელები დომინირებდნენ, მაგრამ ანდრეს ინიესტამ იპოვა ეტოო რომელმაც, ფაქტობრივად, პირველსავე შეტევაზე გაიტანა გოლი "მანჩესტერის" კარში. ამ გოლის შემდეგ კატალონიელები გამოფხიზლდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ თამაშს. მეორე ტაიმში ფერგიუსონმა შეცვალა ნახევარმცველი ანდერსონი თავდამსხმელი ტევესით. ამის შემდეგ კატალონიელთა ნახევარდაცვა უფრო გაძლიერდა.ბოლოს ჩავიმ შესანიშნავი გადაცმემა გაუკეთა მესის რის შემდეგაც ლეომ თავური დარტყმით ანგარიში 2–0 გახადა.

პრობლემები

გვარდიოლამ ბევრი ინერვიულა რადგან "ბარსას" არ ჰყავდა ორი მცველი ალვეში და აბიდალი.ასევე ტრავმირებულები იყვნენ მილიტო და მარკესი, ამას გარდა, საეჭვო იყო ინიესტას და ანრის თამაში, რადგან ორივეს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ინიესტმა და ანრიმ მაინც ითამაშეს იმ შეხვედრაში.კლუბის ექიმებმა განაცხადეს რომ ინიესტას  შესაძლოა ტრავმა გამიზეზებოდა. ინიესტამ მთელი თამაში ითამაშა ანრი კი 70–ე წუთზე კეიტათი შეიცვალა.

შესანიშნავი სეზონი

რომის ფინალის შემდეგ "ბარსა" გახდა ტრიპლეტის მფლობელი, მან მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა. ეს იყო გვარდიოლას პირველი სეზონი სამწვრთნელო კარიერაში.

წყარო: http://www.fcbarcelona.com/

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.