5 წელი რომის ფინალიდან

5 წელი რომის ფინალიდან

ზუსტად 5 წლის წინ, 2009 წლის 27 მაისს, პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილმა "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო.

ფინალური მატჩი იტალიის დედაქალაქში, რომში გაიმართა. "ბარსას" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომელიც კატალონიელებმა შესანიშნავით თამაშით, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

"ბარსელონამ" ფინალის საგზური "ჩელსის" დამარცხების წყალობით მოიპოვა, ხოლო გადამწყვეტ მატჩში კატალონიელებს ერიკ აბიდალი, რაფა მარკესი და დანი ალვესი აკლდნენ. დაცვაში არსებული სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, გვარდიოლას შეგირდებმა "მანჩესტერის" უმთავრესის საფრთხის, კრიშტიანუ რონალდუს სრულად განეიტრალება მოახერხეს.

ანგარიში მე-10 წუთზე სამუელ ეტო’ომ გახსნა. 60 წუთის შემდეგ, ლეო მესიმ თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" 2008-09 წლების სეზონში სამივე ტიტული მოგებული ჰქონდა, რაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.