ყოფილი კანტერანოები წასვლის მიზეზებზე საუბრობენ
ყოფილი 4 კანტერანო ერთად მიიწვეს რადიო ”RAC 1”-ში. სპეციალურ გამოშვებაში, ”ლა მასია ინგლისში” ორიოლ რომეუმ, ექტორ ბელერინმა, მიგელ იგნასიმ და ჟონ ტორალმა სცადეს ნათელი მოეფინათ ”ბარსელონად” ადრეული წასვლის მიზეზების შესახებ.
”ჩელსის” ნახევარმცველმა, ორიოლ რომეუმ განაცხადა: ”თუკი შენ უკეთესი ვარიანტი გაქვს სხვა კლუბიდან ეს შანსი უნდა გამოიყენო. შესაძლოა მე ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო იმ შემთხვევაში, თუ პირველ გუნდში საკუთარ თავს დავინახავდი. ახლა მსურს კონცენტრაცია გავაკეთო იმაზე, რომ იმ ფეხბურთლებისგან ვისწავლო, ვის გვერდითაც ვთამაშობ და არ გავუშვა შანსი. საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, დავბრუნდები თუ არა, რადგან ამჟამინდელი მომენტით ვტკბები”.
”არსენალის” მცველმა, იგნასი მიკელმა ”ბარსადან” წასვლის მიზეზი ახსნა: ”კლუბში მითხრეს, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებდნენ და მე გადავედი ”კორნელიოში”. იქ თამაშისას რამდენიმე წინადადება მივიღე, მათ შორის ”ბარსას” შეთავაზებაც იყო. მათ ყველაფრის თავიდან დაწყება სურდათ, თუმცა უკვე არჩევანი ”არსენალზე” მქონდა გაკეთებული”.
შემდეგი სიტყვა ჟონ ტორალს (”არსენალი”) მიეცა: ”ყველა, ვინც მე მიცნობს იცის, რომ ბავშვობიდან ჩემი ოცნება პრემიერ-ლიგაში თამაში იყო. ყოველთვის მიზიდავდა ეს ჩემპიონატი. როგორც სესკს? მე ძალიან მინდა მისი გზა გავიარო, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, ის ხომ მაღალკვალიფიციური ფეხბურთელია”. ტორალმა აღიარა, რომ ”აქ ბევრი ცდილობს ”ბარსას” სტილის კოპირებას, მაგრამ საუკეთესოს კოპირება ყოველთვის რთულია”.
ბოლოს კი ”არსენალის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ექტორ ბალერინმა ისაუბრა: ”შესანიშნავად ვაცნობიერებდი, რომ ინგლისში გადასვლა მსურდა და დროულად ავირჩიე კლუბი, რომელიც მე მაწყობდა. ტორალის აქ ყოფნა მარტოსულად არ მაგრძნობინებს თავს. პროფესიონალი რომ გახდე ყოველთვის მზად უნდა იყო. ”არსენლმა” კარგი წინადადება შემომთავაზა და დავთანხმდი მას”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]