გვარდიოლას და აგირეს მესამე შეხვედრა ”ნოუ კამპზე”
მექსიკელმა მწვრთნელმა გასული ორივე შეხვედრა ”ნოუ კამპზე” მარცხით დაასრულა. 2008 წელს ის ”ატლეტიკოთი” (6:1) დამარცხდა, ხოლო გასულ სეზონში ”სარაგოსასთან” (1:0) ერთად.
ხავიერ აგირე ბრუნდება ”ნოუ კამპზე” და ელოდება კიდევ ერთ დუელს პეპ გვარდიოლასთან. ისინი მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ”ნოუ კამპზე”, სადაც აგირეს ჯერ-ჯერობით ქულაც არ აქვს მოპოვებული.
”ბარსელონა” 6:1 ”ატლეტიკო” (2008/09 სეზონი)
აგირე გვარდიოლას პირველად მაშინ დაუპირისპირდა, როცა მადრიდის ”ატლეტიკოს” წვრთნიდა და მატჩი შერაცხული იყო მესი-აგუეროს დუელად. ლეო მესიმ ამ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო. გოლები გაიტანეს მარკესმა, ეტო’ომ (2), გუდიონსენმა და ანრიმ.
”ბარსელონა” 1:0 ”სარაგოსა” (2010/11 სეზონი)
შემდეგ სეზონში აგირე ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებდა. გასულ სეზონში კი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდა. მას ”სარაგოსას” გადარჩენა და პრიმერაში დარჩენა ევალებოდა. მან მოახერხა და გუნდი პრიმერაში დატოვა, თუმცა ”ნოუ კამპზე” ვერაფერი გააწყო. ”ბარსამ” მატჩი 1:0 მოიგო, გოლი კი სეიდუ კეიტას ანგარიშზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]