ნეიმარი: "მესიმ საკუთარი სახელი ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერა"

ნეიმარი: "მესიმ საკუთარი სახელი ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერა"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "სანტოსის" შემტევმა, ნეიმარ და სილვამ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ ანდრეს მესის, მიმართ. იტყობინება ესპანური პრესა.

 

"ბარსელონა" ამ მომენტისთვის იმკის იმას, რაც მრავალი წლის წინ დათესა. ყოველი ფეხბურთის მოყვარული ხოტბას ასხამს "ლურჯ-ბროწეულისფერებს" და მეც სწორედ მათ რიცხვს მივეკუთვნები". ამბობს ნეიმარი.

 

რაც შეეხება მესის, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა: "მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ იმას, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა ისწავლო. მესი არის ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა და საკუთარი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერა, თუმცა ეს ყველაფერი არაა, მას წინ დიდი მომავალი აქვს. მე მხოლოდ ახლა დავიწყე ჩემი კარიერა და მომავალში უდიდესი სამუშაოს გაწევა მომიწევს". დაასრულა ნეიმარმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.