"მილანისა" და "ბარსას" შეხვედრას ვოლფგანგ შტარკი განსჯის

"მილანისა" და "ბარსას" შეხვედრას ვოლფგანგ შტარკი განსჯის

ოთხშაბათს "მილანისა" და "ბარსელონას" შეხვედრის შედეგად გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის პირველ ადგილოსანის ვინაობა. შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართება და მას გერმანელი არბიტრი, ვოლფგანგ შტარკი უხელმძღვანელებს.

 

ვოლფგანგ შტარკისთვის პირველი არ იქნება გასჯა იმ მატჩისა, რომელშიც "ბარსელონა" იღებს მონაწილეობას. გერმანელი სპეციალისტი მთავარი არბიტრი გახლდათ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ-ფინალური მატჩისა, რომელიც "ბერნაბეუზე" გაიმართა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. ხსენებულ შეხვედრაში დანი ალვესის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო, შტარკმა მოედნიდან მადრიდელთა ფეხბურთელი პეპე გააძევა და ტრიბუნებზე მიუჩინა ადგილი "თეთრების" მწვრთნელსაც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.