მესი: "მრცხვენია, როდესაც მარადონას მადარებენ"
ლიონელ მესი ალალი ადამიანია, ფაქტიურად ისეთივე როგორიც ურუგვაელი ენზო ფრანჩესკოლი იყო. "ბარსას" "ბრილიანტი" აცხადებს, რომ არ მოსწონს, როდესაც არმანდო დიეგო მარადონას ადარებენ, თანაც იგი ხომ ახლა მისი მწვრთნელია არგენტინის ნაკრებში.
"არ მომწონს. მრცხვენია, როდესაც დიეგოს მადარებენ." - განაცხადა არგენტინელმა, რომელიც თვლის, რომ საუკეთესო ფებხურთელის ტიტულისთვის ბრძოლა მისთვის ჯერ არ დამთავრებულა: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობამდეს მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი."
არგენტინელს გათვიცნობიერებული აქვს, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იფიქროს. ლეო ოპტიმისტურად უყურებს ტიტულის მოგების შანსებს. "მე არგენტინელი ვარ და მიყვარს ამ ქვეყნის მაისურით თამაში." - თქვა ლეომ, რომელიც ვერ ივიწყებს მის პირველ საფეხბურთო სკოლებს: "მე ვვარჯიშობდი "როსარიოში" და "ბარსელონაში". ამ ორ ადგილს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ."
როდესაც ლეოს ჰკითხეს მისი წარმატების საიდუმლოს შესახებ, "ბარსელონას" "ათიანმა" აღნიშნა: "როდესაც მეკარე პირისპირ ხვდება თავდამსხმელს და მას არანაირი გეგმა არ აქვს მის დასამარცხებლად, ყველაფერი ძალიან ადვილი ხდება."
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]