რომარიო: "მესიმ ჯერ მე და მარადონას გვაჯობოს და შემდეგ პელეს"

რომარიო: "მესიმ ჯერ მე და მარადონას გვაჯობოს და შემდეგ პელეს"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა რომარიომ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მესი უყურებს პელეს თამაშის ვიდეო ჩანაწერებს.

 

"თუ მესი ამ ვიდეოებს უყურებს, შესაძლოა, მან რამე ისწავლოს." - თქვა გუადალახარაში გამართულ პრესკონფერენციაზე რომარიომ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პელემ განაცხადა, რომ იგი მზადაა მესის გაუგზავნოს დოკუმენტური ფილმი "პელე მუდამ", რომელიც თავის დროზე მან დიეგო არმანდო მარადონასაც გაუგზავნა.

 

მსოფლიო ჩემპიონი (1994 წელი) რომარიო აღიარებს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლიონელ ანდრეს მესი შეუდარებელი და საუკეთესოა, თუმცა ნაარდევია მისი შედარება ედსონ არანტეს დო ნასციმენტო პელესთან.  "წარმოუდგენელია მესის შედარება პელესთან, ვინაიდან არგენტინელს მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. მესის ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გახდეს, მაგრამ ჯერ მან მარადონას, მე და ბოლო პელეს უნდა აჯობოს."

 

ასე და ამგვარად, რომარიო მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში პელესთან და მარადონასთან ერთად თავადაც შედის.

 

საუბრისას რომარიომ აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრებში მესის წარუმატებლობა არა თავად ლეოს, არამედ მისი თანაგუნდელების ბრალია. ბრაზილიელის განცხადებით, როცა მოედანზე იყო პელე ან მარადონა, მათი თანაგუნდელები ხსენებულ ფეხბურთელებს ეხმარებოდნენ. არგენტინაში კი ყველა ინდივიდუალურად ცდილობს თავის გამოჩენას, რითაც მესის შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას არ აძლევენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.