ვიდიჩი: "ბარსა" - "მანჩესტერის" აკვიატებული იდეაა"
სერბეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, ნემანია ვიდიჩი, აცხადებს, რომ კატალონიის "ბარსელონა" აკვიატებულ იდეად იქცა მისი კლუბისთვის, რადგანაც კატალონიელებმა ორჯერ დაამარცხეს "ეშმაკუნები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იტყობინება ინგლისური პრესა.
ნემანიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" და "მანჩესტერი" ერთმანეთს კვლავ გადაეყრებიან, გამარჯვება "წითლებს" დარჩებათ: "მანჩესტერმა" არ უნდა ითამაშოს ისე, როგორც ამას "ბარსა" აკეთებს. კატალონიელებს უნდა მოვუგოთ საკუთარი სტილით. ორივე ფინალში ესპანური გრანდი ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. იმისათვის, რომ ისინი დაამრცხო, არ არის აუცილებელი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ან რომელიმე სხვა გუნდს მიბაძო, უბრალოდ უნდა ითამაშო შენი ფეხბურთი და ყველაფერი კარგად იქნება". დაასრულა სერბმა ფეხბურთელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]