ლუის ენრიკე: "ბარსას" თამაშით სიამოვნებას ვიღებ"
იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, განაცხადა, რომ უდიდესი სიამოვნება მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩისგან, რომელშიც "მილანმა" უმასპინძლა კატალონიის "ბარსელონას". შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ერთ დროს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანი იყო. იტყობინება ესპანური პრესა.
ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ კვლავ მიიღო ესტეტიკური სიამოვნება ამ მატჩზე: "ბარსელონამ" ჩვეულებრივად ითამაშა, თავის სტილში. ეს დაპირისპირება შედგა ორ უდიდეს გუნდს შორის. მე თვითონაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თამაში და უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ასეთ სტილში თამაშების მოგება". დაასრულა "ლუჩომ".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]