ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია
"ბარსას" დამრიგებელი თვლის, რომ გასვლითი მატჩი "ხეტაფესთან" იქნება საციცოცხლო მნიშვნელობის, ისევე, როგორც "ბერნაბეუს" შეხვედრამდე დარჩენილი ორი საშინაო მატჩი. ამ სამ შეხვედრას პეპი სახიფათოს უწოდებს და ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ შეინარჩუნონ ფსიქოლოგიური უპირატესობა, რადგანაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს სხვაობა "ბლაუგრანასა" და პირველადგილოსან "რეალს" შორის.
"ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი შობამდე და ურთულესი მატჩები გველის წინ, სწორედ დღეს იწყება ყველაფერი".
რთული სამუშაო
"პრიმერა დივიზიონში სეზონის დასაწყისიდად მის დამთავრებამდე ბოლომდე უნდა დაიხარჯო... აქ ყველაფერი ხდება. ყველა გუნდს თავისი პლიუსი აქვს და ჩვენ თუ ვერ გამოვავლინეთ ჩვენი საუკეთესო მხარე, ქულებს დავკარგავთ. შობა ახლოვდება და გვსურს, რომ დავეწიოთ მადრიდის "რეალს". მჯერა, რომ გუნდი შეინარჩუნებს ფორმას, ითამაშებს ინტენსიურ ფეხბურთსა და გამოიყენებს შანსებს. ყოველდღე პროგრესი უნდა განვიცადოთ".
ჩემპიონთა ლიგის მატჩი "სან სიროზე" წარსულს ჩაბარდა, წინ "ხეტაფეა": "მადრიდელების მწვრთნელი ადრე "ლევანტეს" თავკაცობდა და ძალიან გაგვიჭირდა მათთან ქულების მოპოვება. "ხეტაფე" წელს მშვენივრად ასპარეზობს და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. წინა წელსაც კარგად თამაშობდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში დაკარგეს ქულები. ურთულესი მატჩის შემდეგ "სან სიროზე", მხოლოდ 3 დღე გვქონდა სასასვენებლად და ახლა კვლავ მივემგზავრებით...".
ყველაფერი წინაა
გვარდიოლამ ასევე ისაუბრა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მნიშვნელობაზეც, რომელიც იაპონიაში გაიმართება: "აქ მოსახვედრად საჭიროა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ასე რომ, ამ ტურნირზე ასპარეზობს დიდი რამაა". კუთხვაზე თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა შესაძლოა ვერ მიიღოს ამ ტურნირზე მონაწილიეობა, მან უპასუხა: "ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ თამაშს შეძლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა იასპარეზონ. ყველა მათგანს სურს თამაში, თუმცა მე შეხვედავ და გადავწყვიტავ ვინ იასპარეზებს. ფეხბურთელები ერთმანეთს მხარში უნდა ამოუდგნენ".
ხუთშაბადს ჯონათან დოს სანტოსმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა: "ჩვენ მის შენარჩუნებს ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი ხნით, რადგანაც ბრწყინვალედ ვიცნობ მას. ჯონათან ძალიან მრავალმხრივია და "ბარსამ" არ უნდა გაუშვას ის. დოს სანტოსი ძალიან კარგია, უდიდესი გამოცდილება შეიძინა და ასე ადრეულ ასაკში არ უნდა დატოვოს კატალონია. ძალიან ცოტაა ისეთ ფეხბურთელი, რომელსაც მექსიკელივით შეუძლია ბურთის გორაობა. გავიგე, ჯონათანს უთქვამს, რომ კმაყოფილია იმ სათამაშო დროით, რასაც ვაძლევ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]