ადრიანო: ”ძალიან გვინდა სამეფო თასის მოგება”
ადრიანომ გაგვანდო, რომ გუნდი სრული სერიოზულობით ეკიდება სამეფო თასის შემდეგ მატჩს ”ოსასუნასთან”, რადგან მათ სურთ იმ ტიტულის მოგება, რომელიც შარშან დათმეს. მცველმა ასევე შეაქო პეპ გვარდიოლა, რომლის დახმარებითაც ბრაზილიელის აზრით ”ხალხმა ფეხბურთი სხვაგვარად დაინახა”.
”ბარსელონას” 2012 წლის პირველ პრეს-კონფერენციაზე ადრიანო კორეიამ აღნიშნა, რომ გუნდი კონცენტრირებულია ”ოსასუნასთან” გასამართ მატჩზე. ”ძალიან მსურს სამეფო თასზე გავიმარჯვო ”ბარსასთან” ერთად. გასულ სეზონში ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით და წელს რეაბილიტირება გვსურს. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რადგან განმეორებითი მატჩი ძალიან რთული იქნება” - აღნიშნა მან.
ფიქრი რეალობაზე
ადრიანოს ეჭვი არ ეპარება, რომ 2012 წელი უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა. ”რეალი” ყოველთვის ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერი, რაც ჩვენ გვსურს ყველა ტურნირზე ბოლომდე მისვლაა” - განაცხადა ადრიანომ და დაამატა: ”ვიცით, რომ შეიძლება ”რეალს” შევხვდეთ, თუმცა ახლა რეალობაზე უნდა ვიფიქროთ და ეს ”ოსასუნასთან” გასამართი მატჩია”.
რაც შეეხება ”ოსასუნასთან” მატჩს, ლატარელმა განაცხადა: ”რა თქმა უნდა წაგება არავის უნდა. განსაკუთრებით იმ ანგარიშით, როგორც ”ოსასუნამ” ჩვენთან წააგო. თასზე ყველაფერი იცვლება, გუნდები რისკზე მიდიან”.
გვარდიოლას განწყობა სამუშაოსადმი
დასასრულს ადრიანომ გვარდიოლა შეაქო: ”გუნდში ჩემი მოსვლის შემდეგ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის ჩემთვის მამასავითაა. პეპი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, რომ ის დარჩება და იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება. მისი დამსახურებით ხალხი ფეხბურთს სხვაგვარად ხედავს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]