"ხეტაფე"-"ბარსელონა (მატჩის პრევიუ)

"ხეტაფე"-"ბარსელონა (მატჩის პრევიუ)

დღეს გაიმართება "ლა ლიგის" მე_13 ტურის მატჩი "ხეტაფე"-"ბარსელონა". ფავორიტად რა თქმა უნდა კატალონიელები ითვლებიან. თამაში ჩვენი დროით 01:00_ზე გაიმართება.

 

კატალონიელებისთვის მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. სამი ტურის შემდეგ ისინი "რეალს" დაუპირისპირდებიან. ამჟამად სატურნირო ცხრილის თავში სწორედ ისინი არიან. სამეფო გუნდი "ბლაუგრანას" მხოლოდ  3 ქულით უსწრებს. "ბარსამ" არ უნდა დაკარგოს ქულები, რათა "ბერნაბეუზე" მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე მოხვდეს. ამის დიდი შანსი არსებობს. ამჟამად ბურთების სხვაობა "რეალს" +33, ხოლო "ბარსელონას"+32 აქვს, ამიტომ "ბლაუგრანელებმა" მატჩში რაც შეიძლება ბევრი გოლი უნდა გაუტანოს, რათა "რეალს" ამ კომპონენტში გაუსწრონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდში დღეს დერბი გაიმართება-"რეალი"-"ატლეტიკო". "ატლეტიკოს" შესწევს იმის უნარი, რომ თანაქალაქელებს ღირსეული მეტოქეობა გაუწიოს ამიტომ გვარდიოლას ამოცანაა რაც შეიძლება ბევრი გოლი გაიტანოს მეტოქის კარში და ფეხბურთელებიც ბოლომდე არ დატვირთვოს. ეს რა თქმა უნდა ძნელი შესასრულებელია, მაგრამ "ბარსასთვის" შეუძლებელი არაფერია. თუ როგორ  მოახერხებს ამის შესრულებას პეპი მხოლოდ მან იცის.

 

როგორი სქემით ითამაშებს "ბარსელონა"?

არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი. მათ შორისაა 3-4-3, რომელიც ჯერ-ჯერობით წარმატებულია. "ბარსას" ნახეარდაცვაში ინიესტა დააკლდება. ამიტომ ამ სქემის მიხედვით ნახევარდაცვაში შესაძლოა ეს ოთხი ფეხბურთელი გამოჩნდეს-ბუსკეთსი, ჩავი, ტიაგო, ფაბრეგასი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩავის დასვენება სჭირდება მის შემცვლელად გვარდიოლას კეიტა ყავს. ამ ბოლო დროს კეიტას ცენტრალური ნახევარმხველის პოზიციაზე უწევდა თამაში, რადგან ბუსკეთსი არ იყო სათანადო ფორმაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ თამაშობდა თავის პოზიციაზე  "მილანთან" მატჩში ცუდი შდაბეჭდილება არ დაუტოვებია.

არსებობს მეორე ვარიანტიც, 4-3-3. "ბარსელონას" ოთხივე ძირითადი შემადგენლობის მცველი(ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი) მწყობრშია, განსაკუთრებით კი გუნდის კაპიტანის ფორმაა აღსანიშნავი, როგორც იგი ამბობს, ის შესანიშნავად გრძნობს თავს. ასევე მწყობრშია "ბარსელონას" ოთხივე თავდამსხმელი-მესი, სანჩესი, ვილა, პედრო და ამათ პლიუს კუენკა, რომელიც წლის აღმოჩენაა. ამიტომ უფრო რეაულური მეორე ვარიანტია.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ხეტაფე" არ იმყოფება კარგ ფორმაში. მათ 12 მატჩში მხოლოდ 10 ქულის დაგროვება შეძლეს და მე–15 ადგილზე იმყოფებიან. ეს ფაქტი კიდევ უფრო  გაუადვილებს "ბარსელონას" საქმეს.

 

სავარაუდო შემადგენლობები

"ხეტაფე": მოია, რაფა, დიაზი, ტორესი, მანე, ედუ ლაკენი, მაიკლი, ვალერა, სარაბია, კასტრო, მიკუ.

"ბარსელონა": ვალდესი, ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ბუსკეტსი, ტიაგო, ფაბრეგასი, მესი, პედრო, ვილია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.