რაფა:"იმედია "ბარსას" ცუდი დღე ექნება"

რაფა:"იმედია "ბარსას" ცუდი დღე ექნება"

 

"ხეტაფეს" მცველს, რაფა ლოპესს იმედი აქვს, რომ "ხეტაფე" "ბარსელონასთან" სასურველ შედეგს მიაღწევს.

 

"ვიცით, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ მოგება ძნელია. მათ დასამარცხებლად ჩვენი შესაძლებლობების 120% უნდა გამოვიყენოთ. იმედს ვიქონიებ, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერებს" ცუდი დღე ექნება. ჩვენ ვეთამაშებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდს, ეს კარგად გვაქვს გააზრებული. მოედანზე გამოსული ყველა ფეხბურთელი ეცდება თავი ღირსეულად წარმოაჩინოს. გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს."–განაცხადა რაფამ.

 

"მალე "ელ კლასიკოა" და "ბარსელონა" ცდილობს არ დაკარგოს ქულები, მაგრამ მათ "ხეტაფესთან" ერთი ქულის აღებაც გაუჭირდებათ. ალბათ ბევრს გონია, რომ კატალონიელები ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენს მოედანზე ფავორიტები მხოლოდ თავად ვართ. "ბარსას" დიდი პლიუსია ლეო მესი. მხოლოდ მისი გვეშინია. მასთან ბურთის მიღებისთანავე მინიმუმ ორი ფეხბურთელი მივა"._დაამატა ლოპესმა.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.