რამოსი: ””ბარსელონასთან” ორთაბრძოლაში ჩვენ არ ვართ ფავორიტები”
მადრიდის ”რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალურ ბრძოლებში ”თეთრები” ფავორიტები არიან, იტყობინება ”მარკა”.
”ჩვენ არ ვართ თანახმანი ფავორიტების როლზე. ეს ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენი წარმატებები განპირობებულია შრომისმოყვარეობითა და თავდაჯერებულობით. ესენია ის ღირებულებები, რომლებითაც უნდა აპელირებდე. იმედი მაქვს, რომ ”ლურჯ-ბროწეულისფერებთან” თამაში ჩაივლის სუფთად და ყოველგვარი თეატრალური გაფორმებების გარეშე. მსურს, რომ არბიტრი იყოს მიუკერძოებელი და იმუშაოს პატიოსნად. შემიძლია ვთქვა, რომ ”რეალის” ფეხბურთელები მოედანზე სრულად დაიხარჯებიან. გუნდი ერთიანია ისე, როგორც არასდროს. გვწამს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.” - განაცხადა სერხიო რამოსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]