"ტიტო, ჩვენ ამასაც მოვერევით"

"ტიტო, ჩვენ ამასაც მოვერევით"

იმის მიუხედავად, რომ გუშინ საღამოს ტიტო ვილანოვა არ იყო ხოსეპ გვარდიოლას გვერდით და ვერ ეხმარებოდა მას, მან მაინც უდიდესი წვლილი ითამაშა მატჩის მოგებაში. "ბარსელონასა" და "რაიო ვალიეკანოს" დაპირისპირებამდე მასპინძელთა ფეხბურთელები მოედანზე მუქი ლურჯი მაისურებით გამოჩნდნენ, რომლებზეც ეწერა: "Tito, d’aquesta també ens en sortirem" ("ჩვენ ამასაც მოვერევით"). "კამპ–ნოუზე" შეკრებილი გულშემატკივარი, როგორც "ბარსასი" ისე "რაიო ვალიეკანოსი", ამ ფაქტს აპლოდისმენტებით შეხვდა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ვილანოვას ყელის კიბო დაუდგინეს და მას რამდენიმე დღის წინ გაუკეთდა ოპერაცია. გუშინწინ დილით, იგი გაგზავნილი იქნა სახლში, სადაც დაახლოებით 3–4 კვირის გატარება მოუწევს, რის შემდეგაც დაუბრუნდება თავის ჩვეულ საქმიანობას. ასევე გაირკვა, რომ ტიტო გუშინდელ მატჩს ტელევიზორით ადევნებდა თვალ–ყურს და ძალიან გახარებული დარჩა შედეგით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.