ტიტო ამ ღამეს არასოდეს დაივიწყებს

ტიტო ამ ღამეს არასოდეს დაივიწყებს

"ბარსელონას" მეორე მწვრთნელისთვის, ტიტო ვინალოვასთვის გასული ღამე ნამდვილად დაუვიწყარი იყო. იგი კმაყოფილი იჯდა გუნდის წარმომადგენლების და ფეხბურთელების გვერდზე სათადარიგოთა სკამზე და გახარებული ადევნებდა მატჩს თვალ–ყურს.

 

მან გუნდთან ერთად მადრიდში გამგზავრება ვერ მოახერხა და ამიტომ მოუწია მატარებლით გამგზავრებულიყო დედაქალაქში. როდესაც იგი "ბერნაბეუზე" მივიდა, მატჩი უკვე დაწყებული იყო და მის გარეშე მყოფ გვარდიოლას ბიჭებს 1 გოლი უკვე გაშვებული ჰქონდათ.

 

ტიტომ მინდორზე ფეხი დადგა და "ბარსაც" გამოცოცხლდა. ესპანელმა იხილა ნამდვილი შოუ. მან სწორედ ამის იმედად დაამარცხა კიბო და წარმატებით ჩაიტარა ოპერაცია ყელზე.

 

ასევე ბევრი ელოდა ვილანოვას და მოურინიოს შეხვედრას იმ ინციდენტის შემდეგ, რომელიც ზაფხულში, "კამპ ნოუზე", ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მოხდა. როგორც ზევით ავღნიშნეთ, ტიტომ დაიგვიანა "ბერნაბეუზე" მისვლა და მატჩის დაწყებამდე ჟოზემ მხოლოდ გვარდიოლასთვის და კარლეს ნავალისთვის მოახერხა ხელის ჩამორთმევა. თამაშის დასრულებიდან რამდენიმე წუთით ადრე, მადრიდელთა დამრიგებელი კიდევ ერთხელ მივიდა კატალონიელების სათადარიგოთა სკამთან და ჯენტლმენურად მოიქცა, მან თბილად მოიკითხა ვილანოვა და ხელიც ჩამოართვა. ასეთი ჟესტი მისი მხრიდან ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.