პეპე: "ბარსელონა" კარგი გუნდია, მაგრამ..."
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა პეპემ, განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კატალონიის "ბარსელონა" ამ დროსიათვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. პორტუგალიელის თქმით ყველა გუნდს თავისი ფილოსოფია გააჩნია, რითიც ისინი ბრწყინვალებას ამტკიცებენ.
"ბარსელონა" კარგი გუნდია. კატალონიურ გრანდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც უამრავი მიღწევა აქვთ. ამის მიუხედავად, უსამართლობაა, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს სხვა გუნდებზე. ყველას თავისი სტილი და ფილოსოფია გააჩნია და ეს ყველას ბრწყინვალებას ანიჭებს. მაგალითად "რეალი", ჩვენ საკუთარი ფილოსოფიით მსოფლიოში საუკეთესოები ვართ." -ციტირებს პეპეს სიტყვებს ესპანური პრესა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]