ვარჯიშზე 11 კანტერანო იმყოფებოდა
ფეხბურთელებმა "კამპ ნოუზე" ბოლო ვარჯიში ჩაატარეს "ბატესთან" მატჩამდე. ვარჯიშზე 11 კანტერანო და 6 პირველი გუნდის ფეხბურთელი იყოფებოდა.
"ბარსა ბ"_დან ვარჯიშზე იმყოფებოდნენ: ოიერი, რივეროლა, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, სერხი გომესი, რაფინია, ჟონათან დოს ანტოსი, დეულოფეუ, ისააკ კუენკა, კიკო ფემენია და სერხი რობერტო.
გუარდიოლას გადაწყვეტილებით დღეს მატჩში მონაწილეობის მიღება 6 ფეხბურთელს შეეძლება პირველი გუნდიდან, ესენია: პინტო, პიკე, ფონტასი, მაქსველი, ტიაგო და პედრო. ეს ფაქტი იმთ არის გამოწვეული, რომ კვირას 01:00_ზე "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება "ბერნაბეუზე" და მისტერი ფეხბურთელებს ასვენებს, რათა მზად იყვნენ "ელ კლასიკოსთვის".
გუნდს არ დაეხმარება პირველი გუნდის 13 ფეხბურთელი: ვალდესი, პუიოლი, აბიდალი, ალვეში, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, ვილია, ალექსისი და მესი. ასევე გუნდს დააკლდება ადრიანო და აფელაი, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. თამაში დღეს 23:45_ზე გაიმართება.
განაცხადი კი ასეთია: პინტო, პიკე, ფონტასი, მაქსველი, ტიაგო, პედრო, ოიერი, რივეროლა, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, სერხი გომესი, რაფინია, ჟონათან დოს ანტოსი, დეულოფეუ, ისააკ კუენკა, კიკო ფემენია და სერხი რობერტო.
ვარჯიშის სურათები











ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]