"ბატესთან" 13 ფეხბურთელი დაისვენებს
ხოსეპ გვარდიოლა სამშაბათის ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბატეს" წინააღმდეგ დაასვენებს 13 ფეხბურთელს. მთავარმა მწვრთნელმა ვალდესი, პუიოლი, აბიდალი, ალვეში, სესკი, ინიესტა, ჩავი, ბუსკეთსი, მაშერანო, კეიტა, ალექსისი, მესი და ვილა არ შეიყვანა მოახლოვებული მატჩის განაცხადში.
გუნდი კვირას დაისვენებს და ორშაბათს 19:00 სთ–ზე აღადგენს ვარჯიშს "კამპ ნოუზე". ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებენ პირველი გუნდის შემდეგი მოთამაშეები: პინტო, პიკე, ფონტასი, მაქსველი, ტიაგო და პედრო. ასევე "ბარსა ბ–დან" იქნებიან ოიერი, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, სერხი გომესი, რაფინია, დოს სანტოსი, დეულოფეუ, რივეროლა, სერხი რობერტო, კიკო ფემენია და კუენკა.
"ბატესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციას ხოსეპ გვარდიოლა და პედრო როდრიგესი გამართავენ.
ასევე, სამშაბათს ის 13 ფეხბურთელი, რომელიც დაისვენებს, 10:30 სთ–ზე ივარჯიშებს "სიუტატ ესპორტივაზე" დახურულ კარს მიღმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]