ტიტო ვილანოვა გუნდის ვარჯიშზე გამოცხადდა
"ბარსას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დღეს ვარჯიშზე გამოცხადდა. მოგეხსენებათ, ტიტო ვილანოვას 22 ნოემბერს ყელზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე იგი მკურნალობას გადიოდა.
დღეს გვარდიოლამ გუნდი სრული შემადგენლობით ავარჯიშა (გარდა აფელაისა). პეპის განკარგულებაში იყო ადრიანოც. მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე კუენკა, სორიანო და მუნიესაც.
ვარჯიშზე გამოცხადებულ ვილანოვას ფეხბურთელები დიდი სიხარულით შეეგებნენ. ტიტო თავდაპირველად გასახდელში შეხვდა მოთამაშეებს. ყველაზე ემოციური გახლდათ ვილანოვასა და აბიდალის შეხვედრა. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ამ უკანასკნელს ღვიძლის სიმსიმნის ოპერაცია ჩაუტარდა.
"კლასიკოსთვის" მზადება კატალონიელებმა სრული შემართებით დაიწყეს. დღეს გუნდს ადრიანოც შეუერთა და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას ექიმებმა თამაშის ნებართვა მისცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]