ვილანოვა: "ბიჭებო, მე თქვენ არაფერს დაგიმალავთ და გეტყვით, რომ..."

ვილანოვა: "ბიჭებო, მე თქვენ არაფერს დაგიმალავთ და გეტყვით, რომ..."

ტიტო ვილანოვამ, კატალონიის "ბარსელონას"მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას დამხმარემ ოპერაციის გადატანის და კლუბთან დაბრუნების შემდეგ პირველად მიმართა ფეხბურთელებს. პეპმა ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეკრიბა და ვილანოვას გადასცა სიტყვა.

 

"ბიჭებო, მე თქვენ არაფერს დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი შიში გადავიტანე. მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენი შანსები და შესაძლებლობები. ახლა ამის შანსი გაქვთ, ეს მომენტი დადგა და აუცილებლად გამოიყენეთ." –მიმართა ტიტომ მოთამაშეებს.

 

როგორც მოგეხსენებათ, ვილანოვას არც ისე დიდი ხნის წინ ყელის არეში კიბო უპოვეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჩვენდა სასიხარულოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და როგორც ხედავთ, ის უკვე გუნდსაც დაუბრუნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.