რეალი - ბარსელონა: საინტერესო ფაქტები

რეალი - ბარსელონა: საინტერესო ფაქტები

- "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული 81 მატჩიდან 50-ჯერ მასპინძლებმა გაიმარჯვეს, 15-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო კატალონიელებმა კი 16-ჯერ მოახერხეს "რეალის" დამარცხება.
- ბარათების ბალანსის თვალსაზრისით, მდგომარეობა ასეთია: 96 ყვითელი და 7 წითელი დაიმსახურეს მადრიდელებმა, ხოლო 106 ყვითელი და 9 წითელი კატალონიელებმა.
- მადრიდში გამართული შეხვედრებიდან ყველაზე მეტი, 7 ყვითელი ბარათი დაიმსახურა ფერნანდო იერომ (რეალი), მას მოსდევს სერხი ბარხუანი (ბარსელონა) 6 ყვითლით.
- მადრიდის "რეალმა" 14 მოპოვებული პენალტიდან 13-ის გამოყენება შეძლო, ხოლო "ბარსელონამ" 4-დან 4-ივე გაიტანა.
- მიგელ მუნიოსმა (რეალი) მწვრთნელის რანგში მოახერხა ყველაზე მეტი საშინაო  მატჩის ჩატარება "ბარსას" წინააღმდეგ (13) , ხოლო ბარსელონელების მხრიდან მადრიდში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით იოჰან კრუიფი (ბარსელონა) გამოირჩევა (8).
- მადრიდელების მხრიდან ყველაზე მეტი მატჩი მადრიდში გამართული აქვს რაულს (16) 9 გატანილი გოლით, ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად.
- კატალონიელების მხრიდან ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით გამოირჩევიან მიგელი, ჩავი და სეზარი. მათ თანაბარი, 12-12 მატჩი აქვთ ჩატარებული.
-  ლიონელ მესი არის "ბარსას" ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდში გამართულ შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა (4).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.