"რეალი"–"ბარსელონა". პრეზიდენტები მატჩის წინ
ორივე გუნდის პრეზიდენტმა ამ უდიდესი დაპირისპირების წინ ისაუბრა თუ ვის უფრო მეტი აქვს მოგების შანსი და რამდენად გადაწყვეტს ეს მატჩი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულის ბედს.
სანდრო როსელი: "თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, მაშინ ფავორიტი "რეალია". ამის მიუხედავად, ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და ბრწყინვალე ფეხბურთელები. სტატისტიკის დარღვევა კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. გადაწყვეტს თუ არა ეს დაპირისპირება პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულს? არა. წინ კიდევ უამრავი შეხვედრაა გასამართი. უბრალოდ, ის გუნდი, რომელიც 3 ქულას აიღებს უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ხოლო წამგებისთვის ეს მეორედ მოსვლის ტოლფასი ნამდვილად არ იქნება, რადგან წინ კიდევ უამრავი თამაშია ჩასატარებელი."
ფლორენტინო პერესი: "ეს მატჩი არ გადაწყვეტს "ლა ლიგის" გამარჯვებულს, თუმცა მაინც უდიდესი მნიშვნელობა ექნება. დღეს იქნება ძალიან სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება, რომელსაც 500 მილიონზე მეტი ადამიანი მიადევნებს თვალ–ყურს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]