მოურინიო: "შესაძლოა მესი გასაძევებელი იყო, თუმცა დარწმუნებით არაფერს ვამბობ"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, გუშინდელი "ელ კლასიკოს" შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც დამარცხდა მისი გუნდი. პორტუგალიელის თქმით, ეს ფეხბურთია და თუ ფორტუნა შენს მხარეს არაა, მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევ.
"ვფიქრობ, რომ წაგება არის ერთადერთი რამის ბრალი: ფეხბურთი–ეს ისეთი სპორტია, სადაც უნდა გიმართლებდეს და ფორტუნა შენს მხარეს უნდა იყოს. გამართლება ყოველთვის მთავარ როლს თამაშობს. როცა ანგარიში 1:0 იყო, შეგვეძლო გაგვეზარდა უპირატესობა, თუმცა რონალდუმ ვერ გამოიყენა თავისი შანსი. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა. მეორე ნახევარში კი, როდესაც მეორე გოლი გავუშვით, ეს უბრალოდ მეტოქის გამართლება იყო და მეტი არაფერი. რაც შეეხება მესის, ვფიქრობდი, რომ მას გააძევებდნენ, რადგან ალონსოს ძალიან უხეშად ეთამაშა. ამ მომენტს შორიდან ვუყურებდი და მე ასე დავინახე. შესაძლოა ვცდები, იმიტომ, რომ მსაჯი იქვე იდგა და ალბათ მან უფრო უკეთ დაინახა მომენტი." –განაცხადა მოუმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]