ალვეში: "გამართლება? იმიტომ მოვიგეთ,რომ საუკეთესოები ვიყავით"

ალვეში: "გამართლება? იმიტომ მოვიგეთ,რომ საუკეთესოები ვიყავით"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა დანიელ ალვესმა უპასუხა ჟოზე მოურინიოს განცხადებას. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "ელ კლასიკოს" შემდეგ თქვა, რომ მათ წააგეს, რადგან არ გაუმართლათ და იღბალი მეტოქის მხარეს იყო.

"ეს მისი აზრია და პატივი უნდა ვცეთ, თუმცა აშკარაა, რომ ეს არ არის მართალი. ჩვენ ვიყავით საუკეთესოები და მოვიგეთ კიდეც. მართალია ცუდად დავიწყეთ და პირველი გოლი გავუშვით, თუმცა შევძელით თამაშში დაბრუნება და მეტოქეს სასურველი შედეგის მიღწევის შანსი აღარ დავუტოვეთ. "ელ კლასიკოში" გამარჯვება ყოველთვის გვაძლიერებს. ამ დაპირისპირებამდე ბევრმა წინასწარ გადასცა ტიტული "რეალს", მაგრამ ვთქვი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით და ამ ბრძოლამ შედეგიც გამოიღო. ავიღეთ სამი ქულა იქ, სადაც მოწინააღმდეგისთვის ბრწყინვალე ატმოსფერო იყო შექმნილი." -განაცხადა ბრაზილიელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.