"ბარსა" ნომინირებულია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წოდებაზე
ცნობილი გახდა ცნობილი გამოცემის, "Laureus World Sports Awards"-ის, ნომინანტები. შეგახსენებთ, რომ ეს გამოცემა ყოველწელს ატარებს გამოკითხვას და აჯილდოვებს გუნდებს.
არგენიტნის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი, ნომინირებულია წლის სპორტსმენის წოდებაზე. ამ წოდებისთვის ასევე იბრძვიან "ფორმულა 1"-ის სპორტსმენი სებასტიან ფეტელი, მორბენალი უსეინ ბოლტი, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, კალათბურთელი დირკ ნოვიცკი და ველომრბოლელი კადელ ევანსი.
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი, ნომინირებულია წოდებაზე წლის დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ მარტში აბიდალს დაუდგინეს სიმსივნე, რის შედეგადაც დიდი საშიშროება იყო მისი კარიერის დასრულებისა, თუმცა ერიკი დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.
"ბარსელონას" მოწინააღმდეგეები საუკეთესო კლუბის წოდებაზე იქნებიან: ინგლისის ნაკრები (კრიკეტი), იაპონიის ნაკრები (ქალთა ფეხბურთი), Red Bull (ფორმულა 1), "დალას მავერიკსი" (კალათბურთი) და ზელანდიის ნაკრები (რაგბი).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]