პედრო: "ვილიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში სურს"

პედრო: "ვილიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში სურს"

 

 

"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა ისაუბრა ვილიას მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ დავიდის ტრავმა დამატებითი მოტივაცია იქნება "ბარსასთვის" ამ სეზონში.

 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "ალ სადთან" მატჩის დროს მარცხენა ფეხის წვივის ძვალი გაიტეხა და სავარაუდოდ 4–დან 6 თვემდე იუქმებს.

 

"ვილიას ტრავმა ძალიან განვიცადეთ. ჩვენ ვესაუბრეთ მას მატჩის დასრულების შემდეგ და იგი ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის მხარდაჭერით იგი ძალიან მალე გამოკეთდება".

 

"დავიდს მიუნხენში თამაშის იმედი აქვს და სწორედ ეს გვაძლევს დამატედით სტიმულს, რომ რაც შეიძლება წარმატებულად დავასრულოთ ეს სეზონი. მას ძალიან სურდა საკლუბო ჩემპიონატის ფინალში თამაშიც, რადგან მისთვის ასეთი ტურნირი პირველი იყო" – განაცხადა პედრომ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.