ვილია: ”ოპერაციის შემდეგ მხოლოდ 1 დღე დავისვენე”
”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის, დავიდ ვილიას სურვილია, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მარცხენა ფეხის წვივის ძვალი მოიტეხ, რის შემდეგაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ვილია ”ბარსელონას” დახმარებას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში შეძლებს, თუმცა ვილიას ვითარების სხვაგვარი განვითარება სურს.
”მას შემდეგ, რაც ოპერაცია ჩამიტარდა მხოლო 1 დღით დავისვენე. ჩემი მიზანი არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, არამედ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა” - განაცხადა ვილიამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]