ოპერაცია წარმატებით დასრულდა !
გუშინ, შუადღეს, დავიდ ვილიას ექიმებმა, რამონ კუგატმა და რიკარდ პრუნამ ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრეს. ქირურგიულმა ჯგუფმა მას ჩაუტარა ოსტეოსინთოზური პროცედურა მარცხენა ფეხზე. ასტურიელი საავადმყოფოში დარჩება 3-4 დღე და სრული აღდგენისთვის დასჭირდება 4-5 თვე.
ექიმებმა, კუგატმა და პრუნამ გამართეს პრეს-კონფერენცია, რათა აღეწერათ ფორვარდის ოპერაციის მიმდინარეობა. ეს ყველაფერი მოხდა "კამპ ნოუს" საპრესკონფერენციო დარბაზში.
ექიმები არ გამორიცხავენ ვილიას დაბრუნებას მიმდინარე სეზონში
კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ვილია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე (19 მაისი), კუგატმა უპასუხა: "მცირეა იმის შანს, რომ ვილია დაბრუნდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ ფეხბურთელის სწრაფ რეაბილიტაციასაც". ექიმის თქმით, სავსებით რეალურია ასტურიელის დაბრუნება მიმდინარე სეზონში: "მისი რეაბილიტაცია დამოკიდებული იქნება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე, მაგალითად ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და იმედი აქვს, რომ გამოჯამრთელდება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და ევრო 2012-მდე".
ექიმმა პრუნამ, რომელიც დავიდთან ერთად იმყოფებოდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იაპონიაში, განაცხადა: "ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი იოკოჰამაში. მას აქვს სურვილი, რომ სწრაფად გამოჯამრთელდეს, რაც ძალიან კარგია. ვილია ოპრეციის შემდეგ იღიმოდა. მისი ემოციური მდგომარეობა იდეალურია".
[media=http://www.youtube.com/watch?v=]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]