ფონტასი 6 თვე იუქმებს
დღეს დილით ფეხბურთელს ოპერაცია ექიმებმა, კუგატმა და პრუნამ ჩაუტარეს. ოპერაცია მარჯვენა მუხლში ჯვარედინი მყესების აღსადგენად ჩატარდა. ფეხბურთელს სრულად აღდგენამდე 6 თვე გაუცდება. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმები, რამონ კუგატი და რიკარდო პრუნა სიუტატ ესპორტივას საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგენენ.
”ფონტასი კარგ განწყობაზე”
პრუნა ატკიცებს, რომ მძიმე ტრავმის მიუხედავად ფონტასი კარგ განწყობაზეა: ”სიმართლე რომ ვთქვათ ოპერაცია მან კარგად გადაიტანა. ის ძალიან მოცოცხლებული იყო ოპერაციის დასრულების შემდეგ. მას არ ეშინია გრძელვადიანი ტრავმის”. ამასთან დაკავშირებით ექიმმა ყველას გაახსენა, რომ ”მან ფეხის ძვალი მოიტეხა და ამის გამო 3 თვე გაუცდა”.
იმ 6 თვეზე, რასაც ფეხბურთელი მოედანს გარეთ გაატარებს პრუნამ განაცხადა: ”ჩვენ მას პრე-სეზონის დასაწყისისთვის ველოდებით”. კუგატმა კი დაამატა: ”აღდგენის დროს ექიმები არ წყვეტენ, ამას ფეხბურთელის მუხლი წყვეტს”.
ვილიაზე: ”აღდგენა ძალიან კარგად მიდის”
ექიმებს დავიდ ვილიას მდგომარეობაზეც შეეკითხნენ, რომელმაც მარჯვენა ფეხის წვივის ძვალი მსოფლიოს საკლობო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მოიტეხა. ”ის ძალიან კარგ განწყობაზეა და ბევრს მუშაობს. ამჟამად ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, თუმცა თარიღებზე საუბარი ძალიან ადრეა” - განაცხადა კუგატმა და დაამარა, რომ ნახა აფელაი, რომლისთვისაც ”ყველაფერი კარგად მიდის” და ის უკვე თავად ვარჯიშობს. ”თებერვლიდან აფელაი მოედანზე იხტუნავებს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]