ჩემპიონები კატალონიაში არიან
13 საათიანი ფრენის შემდეგ ჩემპიონების თვითმფრინავი ბარსელონაში დაეშვა 21 საათზე (თბილისის დროით). გუნდის მოგზაურობა, რომელიც დაიწყო "რეალთან" გასამართი მატჩით "სანტიაგო ბერნაბეუზე", დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით. კატალონიელი ფეხბურთელები 9 დღის განმავლობაში იწყვნენ მშობლიურ კერას მოწყვეტილნი.
ტრადიციული ფოტოები
ბარგის ჩამოტვირთვის შემდეგ, ფეხბურთელებმა და კლუბის წარმომადგენლებმა ტრადიციულად სურათები გადაიღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასთან ერთად. შემდეგ ისინი გაემართნენ "კამპ ნოუზე", სადაც გამოემშვიდობნენ სამხრეთ ამერიკელ და აფრიკელ მეგობრებს, რომლებსაც შედარებით ადრე დაეწყოთ არდადეგები.
დარჩენილი ფეხბურთელები კი გამართავენ ვარჯიშს და მოემზადებიან სამეფო თასის შეხვედრისთვის. შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონა" 1/32 რაუნდში უპირისპირდება კატალონიის "ჰოსპიტალეტს". პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგოს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 0:1 ანდრეს ინიესტას ერთადერთი გოლის წყალობით. პრეს-კონფერენციას გამართავს ხოსე მანუელ პინტო.















ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]