"ბარსა" უკვე ვაშინგტონშია

"ბარსა" უკვე ვაშინგტონშია


"ბარსელონა" უკვე ვაშინგტონში იმყოფება მიუნხენიდან დიდხნიანი ფრენის შემდეგ. ფეხბურთელებს სახლში შევლის დრო არ ჰქონდათ, ამიტომაც "ალიანს არენაზე" მატჩის დასრულების შემდეგ "ბარსა" პირდაპირ აეროპორტში გაემართა.

ფრენის დროს გუნდი და პერსონალი პედრო როდრიგესის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რომელსაც 24 წელი შეუსრულდა. ზუსტად შუა ღამით ყველა მგზავრს სადღესასწაულო კექსი დაურიგეს, რის შემდეგაც აღნიშვნა დაიწყო.

თვითმფრინავი ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 3:30 საათზე დაეშვა, რის შემდეგაც ფეხბურთელები დასასვენებლად სასტუმროში გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 2 ფეხბურთელი პრეს–კონფერენციას გამართავს, ხოლო ღამით გუნდი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს ამერიკაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.