სორიანო არ გადმოვა პირველ გუნდში
ესპანელი ჟურნალისტების თქმით "ბარსა ბ"_ს თავდამსხმელი ჟონათან სორიანო პირველ გუნდში არ გადმოვა. ამ მიზეზის გამო მან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება გუნდი დატოვოს.
გასულ წელს სორიანო "სე გუნდის" ბომბარდირი გახდა. მან 32 გოლის გატანა მოახერხა. ამ ფაქტის გათვალისწინებით ჟონათანით ბევრი ვეროპული გუნდი დაინტერესდა, მაგრამ 25 წლის ფორვარდმა გუნდი არ დატოვა იმ იმედით, რომ მას პირველ გუნდში გადმოიყვანდნენ. მას იმედები გუაცრუვდა.გუარდიოლას გადაწყვეტილებით იგი ისევ "ბარსა ბ"_ში დარჩა. პეპის გეგმებში მისი პირველ გუნდში გადმოყვანა წლევანდელ სეზონში უნდა მომხდარიყო. ამას ხელი შეუშალა ესპანელის მძიმე ტრავმამ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვილია თითქმის მთელი სეზონს გამოტოვებს გაჩნდა იმის შანსი, რომ სორიანო პირველ გუნდში გადმოვიდოდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სუბისარეტამ. მან თქვა, რომ იგი ჯერ არ არის მზად პირველ გუნდში სათამაშოდ. "ბარსელონას" სპორტული რიდექტორი პირდება ფეხბურთელს, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი იასპარეზებს "ლა ლიგასა" და "ჩემპიონთა ლიგაზეც". სუბისარეტას აზრს ემხრობიან ესპანელი ჟურნალისტები. მათი აზრით ჟონათანი არ იმყოფება მის ჩვეულ ფორმაში, ამიტომ მისი პირველ გუნდში გადმოსვლის შანსი მცირეა. ამის მიუხედავად "ბარსა ბ"_ს ფორვარდით ბევრი ევროპული გუნდია დაინტერესებული. ჟურნალისტების აზრით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იგი დატოვებს კატალონიურ გუნდს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]