სუბისარეტა: ”მუნიესა პირველ გუნდში გადავა”

სუბისარეტა: ”მუნიესა პირველ გუნდში გადავა”


ანდონი სუბისარეტამ დაადასტურა, რომ მარკ მუნიესა, მონტოია, ბარტრა და დოს სანტოსი გუნდის გეგმებში შედის მომავალ სეზონში.

მარკ მუნიესა მომავალ წელს პირველი გუნდის წევრი იქნება” - განაცხადა ”ბარსას” სპორტულმა დირექტორმა. ტრანსფერებზე შეკითხვისას მან უპასუხა: ”შეიძლება ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენ აქტიურები არ ვიყოთ”. ასევე მან კარლოს ტევესის შესაძლო ტრანსფერის ჭორებზე გააკეთა კომენტარი: ”ჩვენ არავითარი მოლაპარაკებები არ გვქონია ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით”.

შემდეგ კი სუბისარეტა კვლავ მუნიესას თემას დაუბრუნდა. მცველის კონტრაქტი კლუბთან 2014 წლამდეა გაფორმებული, თუმცა თუ ზაფხულში ის პირველ გუნდში არ გადავა შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს გუნდი, ეს მის კონტრაქტშია ჩადებული. პირველ გუნდში გადასვლის შემთხვევაში მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება. სუბიმ აღნიშნა, რომ თუკი რამე არ შეიცვლება და ფეხბურთელი გვარდიოლას გეგმებში იქნება, მაშინ ის პირველ გუნდში გადავა.

ორგანიზატორები გადაწყვეტენ და გვეტყვიან როდის და სად ვთამაშობთ, ჩვენ კი იქ ვიქნებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი გვაწყობს თუ არა ამ სტადიონზე თამაში და რამდენი გულშემატკიავრი შეძლებს მატჩზე დასწრებას. ამას ფედერაცია გადაწყვეტს” - ასეთი კომენტარი გააკეთა სუბისარეტამ სამეფო თასის ფინალის გასამართ სტადიონზე, შეხვედრა კი მაისში გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.