ალექსისს ახალი ტიტულების მოგება სურს
ალექსის სანჩესმა სანტიაგოში გამოთქვა იმის სურვილი, რომ ახალ მწვერვალებს დაიპყრობს ”ბარსელონასთან” ერთად, სადაც ის გასულ ზაფხულს გადავიდა და რომელთან ერთადაც უკვე სამი ტიტულის მოგება შეძლო.
”მე კმაყოფილი ვარ ამ ტიტულების მოგებით, მაგრამ ამავე ტემპში უნდა გავაგრძელოთ. არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას, ისევე როგორც მთელი გუნდი” - განაცხადა ალექსისმა, რომელიც ჩილეში ჩაფრინდა საშობაო არდადეგების გასატარებლად.
”ბარსას” შემადგენლობაში ჩილელმა უკვე მოასწრო ესპანეთის სუპერთასის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება. შეგახსენებთ, რომ ბოლოტურნირზე მან ფინალში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო მიკრო ტრავმის გამო.
”სამწუხაროა, რომ ფინალში თამაში ვერ შევძელი, მაგრამ სიამაყის გრძნობას განვიცდი იმის გამო, რომ იქ ვიყავი და მივიღე მონაწილეობა” - ახსნა სანჩესმა.
ასევე ფეხბურთელი მოხარულია პრიმერას დივიზიონში მადრიდის ”რეალის” დამარცხებით. ”ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ გულშემატკივრები გავახარე გატანილი გოლით” - დაასრულა ალექსისმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]