გვარდიოლამ დაურეკა ვილიას და დანარჩენებს ფინალის დასრულებისთანავე
მანამდე, სანამ ”ბარსელონას” საკლუბო ჩემპიონის ტიტულს გადასცემდნენ ”მისტერმა” ტელეფონით დაურეკა ვილიას, ტიტოს და აფელაის.
ყველაფერი ეს წუთის საქმე იყო: ფინალური მატჩის უზბეკმა მსაჯმა მისცა ფინალური სასტვენი, რითაც ”ბარსელონა” ოფიციალურად გამოაცხადა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონად, რაც ტაბლოზე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, გვარდიოლამ ხელი გაუწოდა მის ბრაზილიელ კოლეგას, მურისი რამალიოს, დატკბა იოკოჰამის საერთაშორისო სტადიონის ხედით და გაიხსენა ისინი, ვინც იქ არ იყვნენ. ეს უბრალო გახსენება არ იყო: ”ბარსას” მწვრთნელმა აიღო ტელეფონი და დაურეკა იმ სამ ადამიანს, რომლებიც ამ საზეიმო მომენტში იაპონიაში გუნდთან ერთად არ იმყოფებოდნენ სამედიცინო პრობლემების გამო: ტიტო ვილანოვას, დავიდ ვილიას და იბრაჰიმ აფალაის.
მან ვერ შეძლო ჰოლანდიელ ფეხბურთელთან დაკავშირება, მაგრამ დაურეკა მის თანაშემწეს და ასტურიელ ფორვარდს და მათ უთხრა ის სიტყვები, რასაც მოგვიანებით პრეს-კონფერენციაზე აცხადებს: ”ეს ტროფეი თქვენი დამსახურებაა”.
გვარდიოლა პირველი ადამიანი იყო, ვინც ვილიას ესაუბრა ფინალური მატჩის შემდეგ. ”ელ გუახე” მატჩს პალატაში უყურებდა, ის სიამოვნებით ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ იგებდნენ მისი მეგობრები იმ ერთადერთ თასს, რომელიც ასტურიელს არ ჰყოფნიდა სრული კოლექციისთვის და მან დიდი სიხარულით მიიღო მწვრთნელის ზარი.
თუკი ფეხბურთელს ეჭვები შეეპარა მის მნიშვნელობაში გვარდიოლა დაჟინებით მოითხოვდა, რომ დავიდს სრული უფლება აქვს იმ წარმატების მონაწილედ იგრძნოს თავი, რომელსაც იოკოჰამის სტადიონზე დანარჩენი ფეხბურთელები აღნიშნავდნენ მთელი საფეხბურთო სამყაროს აპლოდისმენტების ქვეშ.
პეპის და დავიდის ურთიერთობა არ გაფუჭებულა მას შემდეგ, რაც ასტურიელი მიმდინარე სეზონში მოედანზე მცირე დროს ატარებდა. ტრავმამდე მას მწვრთნელმა აგრძნობინა, რომ ის ძირითადის ფეხბურთელია და ის, რომ მან მიმდიმარე სეზონში იმაზე მცირე დრო გაატარა მოედანზე, ვიდრე შარშან ექიმების სიფრთხილის და ფიზიკური მომზადების ბრალია და პეპი სეზონის მეორე ნახევარში დავიდის სრულ მზადყოფნაში დაბრუნებას ელოდა. ”შენ ხომ იცი, რომ ეს ის პერიოდია, როცა ტიტულები თამაშდება და შენ მჭირდები შესანიშნავ ფორმაში იმ დროისთვის”. რაც არ უნდა იყოს გვარდიოლას და ”ბარსას” ცოტა მეტი ხნით მოცდა მოუწევთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]